15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 16:57:38, 976 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ხოშტარიაზე - სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს

ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე იმის შესახებ, რომ მან სხვა რუსულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და თუ  შეიძლება, რომ სამართლებრივად გაგრძელდეს ეს ყველაფერი.

მისი თქმით, თუკი ელენე ხოშტარია ახლა  არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის, ეს მხოლოდ მისი ბრალია.

“ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს. სამწუხაროა ჩვენს პოლიტიკაში, როდესაც სწორედ ამ სიყალბით, მორალური თამასის დადგენით, თავადაც ამ  მორალურ თამასას ვერ წევენ და ვერ ძლევენ. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს ამ შემთხვევაში. თუკი ის ახლა  არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის, ეს არის მხოლოდ მისი ბრალი, ვინაიდან მან ასეთი ყალბი თამასების და სტანდარტების დადგენით თავადვე ვერ დააკმაყოფილა ეს სტანდარტები. ასე რომ მას თუ უპირველეს ყოვლისა გარდა იმისა, ახლა  რაც შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგას, მაგრამ ზედაპირზე და პასუხებიდან გამომდინარე რაც არის, უპირველეს ყოვლისა მან საკუთარივე სტანდარტი ვერ დაძლია“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics