15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 15:04:16, 1059 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ სტატუსი და შემდეგ არ მოგვთხოვეს პირობების შესრულება

შეიძლება უკეთესიც იყოს, ჩვენთვის რომ ჯერ არ მივიღეთ „საჩუქარი“ ( სტატუსი) ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ აი ამ პირობებს არ შეასრულებთო, რაც შეიძლება უკეთესიც კი იყოს.

„ვამბობთ, რომ მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, ანუ მათაც მისცეს საჩუქარი, დავარქვათ საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ აი ამ პირობებს არ შეასრულებთ, მე თუ მკითხავთ, ვითვალისიწნებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს გამანადგურებელს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებითა და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება უკეთესიც იყოს, ჩვენთვის რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი მიიღეს.

ამასთან, გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics