15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 14:29:37, 1055 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილზე - არავითარი როლი და სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილს არავითარი როლი და სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში,- აცხადებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, რადგან მას  არ მიუღია შემოსავალი საქართველოში. 

 

"დეოლიგარქიზაციის შესახებ გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უკრაინის მსგავსი კანონის მისაღებად. ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის გამოწვევა. ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, ქველმოქმედი. მან უცხო ქვეყნებში დაგროვებული სიმდიდრე საქართველოს მიუძღვნა. მთავარი ქველმოქმედება იყო ის, რომ ქვეყანას მოაშორა დესტრუქციული ძალები.  მან დაგვიტოვა თამასა მედიის თავისუფლების და ბიზნესგარემოს კუთხით. თუ ბიძინა ივანიშვილი არის დესტრუქციული ძალა, მაშინ ჩვენც მანდ ვართ. ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის ის რომ იგი იზრდება სახელმწიფოს რესურსებით, ივანიშვილს არ მიუღია შემოსავალი საქართველოში. ის არის მეცენატი. ივანიშვილს არავითარი როლი და სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში. ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა ქონდეთ სხვა ინდივიდებს,"- აცხადებს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის,  ევროპულმა  პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს, ერთ-ერთი კრიტერიუმი დეოლიგარქიზაციაა.რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განმეორებითი შეფასება 6 თვეში მოხდება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics