15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 12:21:07, 1888 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია, „ქართული ოცნება“ ბურთი თქვენს მოედანზეა

ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია, „ქართული ოცნება“ ბურთი თქვენს მოედანზეა,- ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

კრამონის თქით, ის იმედოვნებს, რომ 6 თვეში, ასევე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იზეიმებს. ამისათვის კი, საქართველოს მთავრობას მოქმედება უნდა დაიწყოს.

„უკრაინა არის ევროპაა,

მოლდოვა არის ევროპაა,

 საქართველო არის ევროპა,

ევროკომისიისა და ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს გარდაქმნის ჩვენს კონტინენტს და აღასრულებს ისტორიულ სამართლიანობას - სამი ერის ნებას.

გილოცავთ! წინ გრძელი გზაა - ჩვენ ამას შევძლებთ. ვიმედოვნებ, 6 თვეში, ასევე, ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამისათვის, საქართველოს მთავრობას მოქმედება უნდა დაიწყოს. ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია. „ქართული ოცნება“ ბურთი თქვენს მოედანზეა“,- წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics