|
2015-02-05 12:30:50, 1634 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა „არგუმენტი" ავრცელებს. როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, ივანიშვილს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე რამდენიმე დღეში დაკითხავს. „ივანიშვილს დაკითხავენ ან ამ კვირის ბოლოსთვის, ან შემდეგი კვირის დასაწყისში. ჯერ თარიღი პროკურატურას არ აქვს დაზუსტებული. როგორც გავიგე, დაკითხვის მიზანი არა რაიმე ინფორმაციის მიღება, არამედ ჩვეულებრივი პიარის გაკეთებაა, თითქოსდა ეს ხელისუფლება დემოკრატიულია და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაკითხვაზე იბარებს. მოგეხსენებათ, მის დაკითხვაზე დაბარებას დიდი რეზონანსი მოჰყვება ქართულ და არამხოლოდ ქართულ მედია საშუალებებში“, - აცხადებს წყარო „არგუმენტთან“ საუბარში. შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის დაღუპვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი ითხოვდა იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეული. ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს და ამით ძალიან გახარებული იყო. "ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა, აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)