|
2022-06-21 17:02:37, 2628 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ,,სირცხვილიას’’ ლიდერები ბოლოსკენ გამოჩნდნენ და რიყეზე ხალხის მესამედიც ვერ ჩაიყვანეს
უმრავლესობა ამ ხალხისა არა პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, არამედ ევროპული იდეის მხარდაჭერისათვის იყო იქ მისული. ყველას მომხრე ,,ქართული ოცნების,’’ ,,ნაცმოძრაობის’’, სხვა პოლიტიკური პარტიების, თუ აპოლიტიკური ადამიანები იყვნენ აქციაზე. მათ ვერ გაბედეს გაეხმოვანებინათ ამ აქციის განმავლობაში მკვეთრად პოლიტიკური და ნაცური მესიჯები. აპარებდნენ ,,დოზირებულად,’’ მაგრამ მათ მაინც ვერ გაუძლეს ცდუნებას და ბოლოსკენ გაახმოვანეს მიხეილ სააკაშვილის დაწყებული მესიჯი,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ,,მთელი იმ ხნის განმავლობაში ,,სირცხვილიას’’ ჩვენთვის ცნობილი ლიდერები ვერ გამოჩნდნენ. გამოჩნდნენ მხოლოდ ბოლოსკენ, როდესაც აქცია დაიშლებოდა, თუ არ დაიშლებოდა, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა და შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ რიყეზე მესამედიც ვერ ჩაიყვანეს ხალხის იმ დიდი რაოდენობიდან. და ბოლოს გაახმოვანებინეს მაინც ეს დაუმორჩილებლობა, რადიკალური მესიჯები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ნაცმოძრაობის ინტერესებზე და ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეების ინტერესებზე მუშაობენ და საერთოდ არ აინტერესებდათ იქ გულწრფელი ადამიანების რეალური ხმა. მათ აინტერესებდათ ის გეგმა, რომელიც კარგა ხნის წინ ბაკურიანში დაგეგმეს და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)