|
2022-06-21 11:55:41, 1305 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ქარელში სასათბურე მეურნეობა გაშენდა
"საქართველოს ბანკი" განაგრძობს აგროსექტორის მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით ქარელში 2 სათბური მოეწყო. მცირე მეწარმეს ზაზა იკოშვილს სეზონის განმავლობაში 15 ტონამდე ბოსტნეული მოყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. 1 ჰა-ზე გაშენებული ორი სათბურის მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 160 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 130 000 ლარს შეადგენს. „საქართველოს ბანკის დახმარებით ქარელში ორი სათბური ავაშენეთ, თუმცა გვაქვს მიმდინარე პროექტი, დამატებით კიდევ ერთი სათბურის მშენებლობის, რომელსაც ასევე ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ასეთი ფინანსური ინსტიტუტი და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვითარდეთ. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ რეგიონი“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ზაზა იკოშვილმა. „ჩვენ მუდმივად მხად ვართ, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების პროექტებს. ამჯერად ქარელში კიდევ ერთი, რიგით მესამე სათბური გაკეთდება სულ მალე. მისი ჯამური ინვესტიცია 150 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ და რომლის შედეგადაც მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და მომავალშიც განვაგრძობთ აგრო სექტორის მხარდაჭერას“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, "საქართველოს ბანკის" მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)