07:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 11:38:23, 818 ნახვა

საზოგადოება
მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა

ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან სტუდენტები ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ. სტუდენტებმა ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზები და ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

მოგვიანებით გაიმართა საჩვენებელი სწავლება, რომელიც დაჭრილების ევაკუაციასა და დაბრკოლების ზოლის გადალახვას მოიცავდა. ვიზიტორებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. ღია კარის დღე სიმულაციურ ცენტრში სროლებით დასრულდა.

,,მინისტრის მოადგილემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, მომავალში წარმატებები უსურვეს და ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს. ღია კარის დღეები თავდაცვის ძალებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად ტარდება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics