|
2022-06-14 10:09:00, 1335 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბიზნესი“ მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს
თიბისიმ მცირე მეწარმეებისათვის ახალი პროდუქტი შექმნა - „მინი ბიზნეს სესხი/მინი აგრო ბიზნეს სესხი“, რომლის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და მცირე აგრო მეურნეობებისათვის (ხილ-ბოსტნის მაღაზიები, ბაზრობის ტიპის ობიექტებზე მოვაჭრეები, სტილისტები, აგრო მწარმეები და ა.შ.). სესხი შესაძლებელია გაიცეს მცირე მეწარმეებზე ნებისმიერი მიზნობრიობით და უგირავნოდ. სესხის ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 60 თვემდე, დამოკიდებულია სესხის მიზნობრიობაზე და მსესხებლის რისკის პროფილზე. გრაფიკის დაგეგმვა ხდება მსესხებლის შემოსავლის მიხედვით, არასეზონური ბიზნესისათვის იგეგმება ყოველთვიური, თანაბარი გადახდები, ხოლო სეზონური ბიზნესისათვის, იგეგმება შემოსავალზე მორგებული გრაფიკი. მარტივია ასევე პროდუქტით სარგებლობა, განაცხადის დაფიქსირებისა და სესხის აღების პროცესი. სასესხო განაცხადის დამუშავება ხდება ავტომატურ რეჟიმში და მსესხებლის ბანკში ვიზიტის გარეშე, მომხმარებელი პასუხს განაცხადის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში მიიღებს. აგრეთვე გამარტივებულია ხელშეკრულებების დადასტურების პროცესი, შესაძლებელია, სესხის გაცემა დადასტურდეს SMS-ით, რაც ასევე ასწრაფებს, ამარტივებს სესხის გაცემის პროცესს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)