|
2022-06-14 10:03:09, 1908 ნახვა
კომენტარი
კახა კახიშვილი ნაცმოძრაობაზე - 2012 წლიდან ჩართულია დეზინფორმაციის მანქანა, ასე აცხოვრებენ საქართველოს მოსახლეობას
2012 წლიდან, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, იმავე დღეს დაიწყეს შტურმი. როდესაც 2004 წლიდან ამ ადამიანის ფულით და ქველმოქმედებით პატრული შექმნეს, ჯარი შექმნეს, ჩააცვეს, დაახურეს, ლენტებს ჭრიდნენ და ისე მოყავდათ ეს ყველაფერი, თითქოს მათი და სოროსის თანხებითაა გაკეთებული, მაშინ არ აინტერესებდათ არაფერი, როდესაც სტრატეგიულ ობიექტებს უკვე ომის შემდეგ აბარებდნენ და უვიზო რეჟიმს უწესებდნენ, ესეც თურმე ნორმალურია, მაგრამ ჩვენ დროს, ნებისმიერი ნაბიჯი, ერთი ტურისტიც რომ ჩამოვიდეს, არ შეიძლება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ რიტორიკამ იმუშავა რაღაც ნაწილზე და სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორების ნაწილზეც იმუშავა. 2012 წლიდან ჩართულია დეზინფორმაციის მანქანა, ყოველდღიურად ნეგატივით იწყებენ. ასე აცხოვრებენ საქართველოს მოსახლეობას. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ბრალიც არის, ხელისუფლების ბრალი, იმიტომ, რომ როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით და მაშინაც, სხვადასხვა რჩევების საფუძველზე, პარტნიორების განცხადებების საფუძველზე, ბევრ რამეზე დაიხუჭა თვალი და საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო საბოლოოდ, რასთან გვქონდა საქმე. რა თქმა უნდა, იმ ხალხს არ ვგულისხმობ, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად სამართლებრივი შეფასება მიცემული არ ყოფილა“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)