|
2022-06-14 10:01:56, 1917 ნახვა
კომენტარი
კახა კახიშვილი - ომში რომ ჩავერთოთ მივიღებთ ქვეყნის განადგურებას, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია
ომში რომ ჩავერთოთ მივიღებთ ქვეყნის განადგურებას, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი რაღაცეებზე ფიქრის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არაერთხელ გამოვიარეთ ეს უბედურება, 90-იან წლებში, 2008 წელს, ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს სიტყვა. დღესაც გვყავს დევნილები, ადამიანები, რომლებიც წამოსულები არიან საკუთარი სახლებდან. ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამწუხაროდ ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ. კითხეთ უკრაინელებს, ეს ომი უნდოდათ? რაც ტრიალებს, ჯოჯოხეთი, ფართომასშტაბიანი ომი, როდესაც პატარა ბავშვები ღუპებიან, ეს არის ტრაგედია, რომელიც გაყვება ადამიანებს საუკუნეების მანძილზე. ამიტომ, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია. ძლივს ქვეყანა ფეხზე დადგა, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამწუხაროდ ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, ქარცეცხლში გავიარეთ, მეტნაკლებად მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მართალია პანდემიები, სოციალურ პრობლემებს სერიოზულად შეეტყო და ახლა კიდე ასეთი არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, თუ ვინმეს არ გამოუცდია, ჩვენ გამოვცადეთ“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)