|
2022-06-13 22:19:26, 1809 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება
რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს. - განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაიმ. მისივე თქმით, რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. "ყველა ხიდი განადგურებულია, მაგრამ სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. არის ქალაქთან კომუნიკაცია. რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. ოლქის ცენტრისკენ მიმავალი ყველა ხიდი დანგრეულია. ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შესაძლებელი არ არის. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა უკიდურესად რთულ პირობებში იმყოფება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)