|
2022-06-13 21:06:15, 1484 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ხარკოვში ოკუპანტების გამანადგურებელი SU-34 ჩამოვაგდეთ
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზუიმთან რუსული გამანადგურებელი SU-34 ჩამოაგდეს.- განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა. მათივე თქმით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა იმავე დღეს რუსული უპილოტო თვითმფრინავი Orlan-10 ჩამოაგდო. "უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში დარტყმის შემდეგ, მტრის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა, მეორეს პილოტებმა კი გადაწყვიტეს ბედი ეცადათ. ასე მივულოცეთ ოკუპანტებს რუსეთის დღე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)