01:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 18:53:19, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი - ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან თანარსებობა ძალიან რთული იქნება

ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან თანარსებობა ძალიან რთული იქნება. - განაცხადა  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეწოდოს სამხედრო დახმარება, რომელიც ფინანსურზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

"აუცილებელია, რომ უკრაინამ მოლაპარაკების ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რომ რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ტერიტორია, რომლის ოკუპირებაც 24 თებერვლის შემდეგ მოხდინა,  ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics