|
2022-06-12 12:13:41, 1319 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის ტექნოპარკში 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
ტქნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:
• მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი. ინვესტიციები განხორციელებული აქვს 420-მდე სტარტაპში, როგორიცაა: Embroker, Eaze, Aircall, Manychat, Shippo, RapidAPI, Worthix, Indio, Pipefy, Innovacer, Vela, Apostrophe და სხვა.
• ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელმაც 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 50-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: სამომხმარებლო (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმოო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).
• ბილ რაიჰართი - 1998 წელს ბილ რაიჰართმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
• სტივ ჰოფმანი - გლობალური ინოვაციური ჰაბის „Founders Space“ - ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც 22 ქვეყანაში 50-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს. იგი ასევე არის ვენჩურული ინვესტორი, სილიკონ ველიზე არაერთი სტარტაპის დამფუძნებელი, რომელიც მოიცავს თამაშებისა და გართობის სფეროს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)