16:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 16:04:33, 1409 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოწყობის  სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 40-ზე მეტ  ლოკაციაზეა დაგეგმილი, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულდა.

მიმდინარე სამუშაოები, შუახევის მერმა ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ფურტიოში დაათვალიერა.

ფერსამაგრი კედლების მოწყობა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს  საცხოვრებელი სახლებისა და გზების დამეწყვრის რისკის შემცირებას.

2022 წელს, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე 552 000 ლარია გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics