10:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 00:59:51, 1520 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია იგი თანამდებობაზე რჩება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ჯონსონს მხარი 211-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო უნდობლობა 148-მა გამოუცხადა.

ბორის ჯონსონის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა 54-მა დეპუტატმა მოითხოვა.

საკითხი  დღის წესრიგში partygate-ის სკანდალის შემდეგ დადგა. 

ომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics