|
2022-06-02 18:25:59, 1250 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. „ფერმერებისგან ვიღებთ ინფორმაციას იმ საჭიროებებზე, რომელიც მათ აქვთ. მალე დაიწყება ატმის სეზონი, შემდგომ ხორბლის და ქერის მოსავლის აღება. ჩვენ გვექნება შტაბები, რომელიც იფუნქციონირებს და კოორდინაციას გაუწევს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესს, რომელშიც ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოსავალი დაბინავდეს დროულად და ფერმერებს ამ მიმართულებით პრობლემები არ შეექმნათ“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მინისტრმა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც ფერმერმა გივი ნებუნიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, 2020 წელს მოაწყო. სამაცივრო მეურნეობაში, ამ ეტაპზე, მარწყვის სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 150-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)