|
2022-06-02 12:02:45, 1157 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი ამერიკული კომპანიის „Land O’Lakes Venture37“ აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკული კომპანიის „Land O’Lakes Venture37“ აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიმდინარეობის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მესაქონლეობის სექტორში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყნისთვის სანაშენე მეურნეობის განვითარების, საძოვრების ეფექტიანი მართვის, ცხოველთა საკვები ბაზის რაოდენობის გაზრდის და საკვები ბაზის შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობის საკითხი. როგორც ჯონ ელენბერგერმა აღნიშნა, სექტორში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებულ პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37 „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ახორციელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)