|
2022-06-01 16:22:49, 1001 ნახვა
პოლიტიკა
საპატრიარქო შაბათს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
შაბათს, 4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე თქმით, წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღსრულდება. "დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარს: „გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თელავში ერეკლე მეორეს დასაცავად აქცია გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)