13:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 17:06:03, 1695 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ლუდმილა დენისოვას გადადგომას ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან.

გადაწყვეტილებას ხმა უკრაინის 234-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

30 მაისს დენისოვამ განაცხადა, რომ „უკრაინის პრეზიდენტის აპარატის სახელით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მისი თანამდებობიდან 31 მაისს გათავისუფლების შესახებ”.

ომბუდსმენის განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნება მექანიზმი, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას.

გარდა ამისა, ერთი დღით ადრე, ასევე გავრცელდა ცნობები, რომ დენისოვას მიმართ უნდობლობის გამოსახატავად ხელმოწერები გროვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics