12:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 16:15:33, 721 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, მიმდინარეობს კრწანისის ტყეპარკის შიდა 7,5 კილომეტრიანი გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები, სრულად მოაწესრიგებს სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად და 3 თვის განმავლობაში დასრულდება.

„პროექტი “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” განხორციელდება 2021-2024 წლებში და ის დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტია 2 919 714 ევრო",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics