09:24 - 25 Jul, 2026
|
2022-05-30 22:20:01, 896 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია - ირაკლი კობახიძის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე თავიდან მოიშოროს
ჩემი მიზანია, გადავარჩინო ჩემი შვილი. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე თავიდან მოიშოროს. "ჩემთვის მისი განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენთან ხო სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში. როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან, ეს არის განსხვავება". - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)