|
2022-05-30 15:25:02, 1699 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა
გასულ კვრაში, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, პირველად 2019 წლის ივნისის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა აუქციონის მეშვეობით აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, მას შემდეგ რაც აპრილის აუქციონის გარეშე სავალუტო ინტერვენციების სტატისტიკა გახდა ხელმისაწვდომი, გამოიკვეთა რომ აპრილში დოლარის შესყიდვის მიმართულებით მცირე ინტერვენციებს ასევე ჰქონდა ადგილი. მაისის შესაბამისი მაჩვენებლები ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას, გაუმჯობესებული მოლოდინების გამო, დეპოზიტების მზარდმა ლარიზაციამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ლარის დეპოზიტებზე წინა თვეებში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა. სესხების მხრივ, ასევე მცირედი თუმცა უკვე ზრდა დაფიქსირდა, რაც დაკრეტიტების კომპოზიციაში სამომხმარებლო სესხების წილის ზრდის შედეგს წარმოადგენს. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის და განსაკუთრებით მომავალ წელს, ლარის განაკვეთების უფრო მეტი შემცირებაა მოსალოდნელი. ამავდროულად, ცნობილია რომ საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც დოლარის, ასევე ევროს საპროცენტო განაკვეთების მატება უკვე ბაზრების საერთო შეფასებაა, რაც თავისთავად, საქართველოზეც აისახება. ამასთან, თიბისი კაპიტალის აზრით, არ არის აუცილებელი, რომ ვალუტაში ადგილობრივ დეპოზიტებზე განაკვეთებმა პროპორციულად მოიმატოს, რადგანაც ისტორიულად დოლარის და ევროს საერთაშორისო და ადგილობრივი ფასი მჭიდრო კავშირით არ გამოირჩეოდა. თუმცა ბუნებრივია, საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი გაძვირება გარდაუვალია. თიბისის მთავარი ეკონომისტის 30 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_30-05-2022_ENG.pdf?v=1
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)