|
2022-05-30 11:53:38, 977 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჯიუტად ვიმეორებ, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას, მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი
,,თქვენ და პირადად თქვენ არ გულისხმობთ, ტელევიზიას და პარტიას ვგულისხმობ, განაგრძობთ ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ ამერიკის საელჩოში ვიღაცეები იყვნენ ჩართულნი რაღაც დანაშაულებრივ ქმედებაში - დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,მთვარის’’ ამერიკაში მოსამართლეების ტრენინგზე დასწრების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას, რადგან ჯეფერსონის სამშობლოში კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. ,,ამას თქვენ ჯიუტად ავრცელებთ, იმეორებთ ერთი და იგივე გზავნილს. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთი და იგივე, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას. იმიტომ, რომ ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან, რა თმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. თქვენ აგრძელებთ ჯიუტად, იმის მტკიცებას, რომ ასეთი რამ იკადრა ამერიკის საელჩოში ვიღაცამ და მე ჯიუტად ვაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ ამას, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა. ახლა, თქვენთვის მომინდია, იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებელი ამ ქვეყანაში,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)