|
2022-05-30 11:47:41, 635 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში „დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ფრანგ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საფრანგეთს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივის - საჰაერო თავდაცვის განვითარებაში საფრანგეთის მხარდაჭერას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შავი ზღვის რეგიონზე მის გავლენას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ურყევია, ხოლო მშვიდობის დამყარების, სტაბილურობისა და რეგიონის განვითარების საქმეში დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტით ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრის დასასრულს, ფრანგულმა მხარემ თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, „ღირსების ეროვნული ორდენი“ გადასცა. უმაღლესი ჯილდო ლელა ჩიქოვანს საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. „ღირსების ეროვნული ორდენი“ საფრანგეთის უმაღლეს ეროვნულ ჯილდოს წარმოადგენს და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიის გენერალური დირექტორატის უფროსის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ლიუკ დე რანკური, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)