12:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-29 18:41:55, 1302 ნახვა

საზოგადოება
ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია - Tbilisi Pride თავდასხმაზე

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს შსს-ს მყისიერად და ეფექტურად გამოიძიოს „ტრანსფობიის სასტიკი გამოვლინება და უზრუნველყოს თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალების უსაფრთხოების დაცვა.“ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება.

„2022 წლის 29 მაისს, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში 30-მდე მამაკაცი აგურებითა და ქვებით ჯგუფურად დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს ტრანსგენდერ ქალებზე, ასევე სახლის მესაკუთრეზე და დააზიანეს მათი საცხოვრებელი სახლი. თავდასხმის დროს, ტრანსგენდერი ქალების მისამართით ისმოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

არსებობს ეჭვი, რომ ჯგუფური თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული. ეს არ არის ტრანსფობიური მოტივით და გენდერული ნიშნით თავდასხმის ერთეული შემთხვევა. Ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია. Სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია Ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება! მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, კიდევ უფრო აშკარაა, რომ კრიტიკულად Მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას თავშესაფარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი ლგბტქ+ ადამიანებისთვის. სივრცე, რომელიც აუცილებელია ფიზიკური ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში ათეულობით კაცი თავს დაესხათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics