|
2022-05-27 12:42:36, 947 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დეგუსტაციას, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, პოლონელი სომელიეები, ღვინის დისტრიბუტორები და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას და თანამედროვე ინდუსტრიას. "პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 34%-ს მიაღწია. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც: იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი, ზრდა 30%-ს აღწევს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)