14:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:50:36, 732 ნახვა

საზოგადოება
500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685 სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ისარგებლა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით, უკვე 17 685–მა  პენსიონერმა ისარგებლა. მათ 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტზე, წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ძალიან მოქნილი და მნიშვნელოვანი  პროგრამაა, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ და პენსიონერებს ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა და როგორ შეძლებენ სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების უფასოდ მიღებას. 

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. იმისთვის, რომ პროგრამით ისარგებლოთ, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ ცნობას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭირო მედიკამენტებს მიუთითებს. შემდეგ განათავსებს პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში. მოკლე ტექსტური შეტყობინებით თქვენ მიიღებთ თბილისის მერიისგან სპეციალურ კოდს და ამის შემდეგ შეგეძლებათ, მედიკამენტების ასაღებად მიმართოთ სასურველ აფთიაქს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, იანვრიდან დღემდე, ხუთი თვის განმავლობაში, მერიამ 6 120 150 ლარის ღირებულების მედიკამენტი დააფინანსა. პროგრამით სარგებლობის მიზნით, შემოსულია 33 110 მოთხოვნა.  მათგან ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 30 445 მოთხოვნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics