|
2022-05-24 12:07:24, 1517 ნახვა
ეკონომიკა
სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლაში ქართული ღვინის მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა
სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, შვედეთში, სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლაში „The Wine Hub" ქართული ღვინის მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გოგა თევზაძე უძღვებოდა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ადგილობრივი სომელიეებისთვის, კვებისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და უფროსი მრჩეველი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ. შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ და თავმჯდომარის მრჩეველმა, გოგა თევზაძე შეხვედრები გამართეს ალკოჰოლის რეალიზაციის სახელმწიფო მონოპოლიური კომპანიის „Systembolaget" გაყიდვების ხელმძღვანელ ფრედერიკ არენანდერთან, მარკეტინგული კომპანიის „Wine publishing AB" დამფუძნებელ ფრედერიკ შელინთან და შვედეთში უმსხვილესი გამოფენის „Stockholm food and wine fair"პროექტების მენეჯერ ასა ბარდ ტალბორნთან. აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და პოტენციური მარკეტინგული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)