|
2022-05-22 11:29:26, 1916 ნახვა
რეგიონი
შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით-,, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები და სწავლების ინოვაციური მიდგომები“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 140-მა პედაგოგმა, მათ შორის მოხსენებები წარმოადგინა 52- მა. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. კონფერენციას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, შუახევის რესურსცენტრისა და აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. კონფერენცია ჩატარდა შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მერიის, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)