|
2022-05-17 12:24:07, 972 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი არის სამართლის უზენაესობა, თუ ვინმე არის ანტიევროკავშირი - ესაა გვარამია და მისი პარტია
,,თუ ვინმე ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას გვარამიას და ევროკავშირს შორის, ეს არის უბრალოდ, უსუსური მცდელობა, რომ რაღაცა ფორმით ხელი დააფაროს კრიმინალს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის, რა თქმა უნდა, პრინციპულად არასწორი. გვარამია განასახიერებს კორუფციას, რაც სასამართლოს მიერ არის დადასტურებული. ის განასახიერებს სიძულვილს, ის განასახიერებს ზიზღს, ყველაფერს იმას, რაც ევროკავშირის საწინააღმდეგო მოვლენაა,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხომ არ იქონიებდა გავლენას გვარამიას საქმე საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირი არის კანონის უზენაესობა და სამართლის აღსრულება, ხოლო გვარამია, მისი პარტია - არის ანტიევროკავშირი. ,,ევროკავშირი არის სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა, სამართლის აღსრულება, რაც მოხდა გვარამიასთან მიმართებით. შესაბამისად, თუ ვინმე არის ანტიევროკავშირი - ეს არის, რა თქმა უნდა, გვარამია, მისი პარტია, წინა ხელისუფლება. ეს არის მისი ენჯეოები და ა.შ. ყველაფერი დანარჩენი, სამართლის უზენაესობა, სამართლის აღსრულება არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი. შესაბამისად, ტოლობის ნიშანი აბსოლუტურად არალერევანტულია,‘’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)