|
2022-05-17 11:49:05, 1089 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს. როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის კომპეტენციაა შეიწყალოს პირი, რომელიც არც ქვეყნის კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს. "ამის მტკიცებულებები გვაქვს, ამაზე გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები და, რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა, რომ თუ პირის მიმართ განაჩენი დადგა იმის გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მან ეს საკითხი განიხილოს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისათვის, 16 მაისს, სასამართლომ “მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)