|
2022-05-16 17:29:01, 949 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70 პროცენტიან აღდგენას და უკვე იანვარ-აპრილში 69 პროცენტით არის ტურიზმი აღდგენილი
ლევან დავითაშვილი: 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70 პროცენტიან აღდგენას და უკვე იანვარ-აპრილში 69 პროცენტით არის ტურიზმი აღდგენილი „წინასწარი მონაცემებით, აპრილში გვქონდა ექსპორტის 10 პროცენტიანი ზრდა, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც საბაზისო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. გვახსოვს, რომ შარშან გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აპრილში, მაღალი იყო, მათ შორის, საექსპორტო შემოსავლები და, შესაბამისად, აპრილის პერიოდი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ძალიან გაზრდილია. ეს გვაძლევს იმედს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, ის გეგმები, რომლებიც გვქონდა ეკონომიკის განვითარებისა და კიდევ უფრო გაჯანსაღების კუთხით, შესრულდეს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ტურიზმის კუთხით შემოსავლების აღდგენას. „ჩვენი მთავარი, გაუთვალისწინებელი ფაქტორი იყო, თუ რამდენად შევძლებდით 2022 წელს ტურიზმის აღდგენას, რადგან გვახსოვს, რომ 2021 წელი ტურისტულად არ იყო აქტიური. 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70 პროცენტიან აღდგენას, დღევანდელი მონაცემებით კი, დაახლოებით 69 პროცენტით არის უკვე ტურიზმი აღდგენილი - ეს არის იანვარი-აპრილის მაჩვენებლები, რა პერიოდშიც, დაახლოებით 582 მილიონი დოლარი შემოსავალი გვაქვს უკვე მიღებული. ასევე 52 პროცენტით არის აღდგენილი მგზავრთა შემოსვლა ანუ ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წელთან მიმართებაში" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად ყალიბდება ტურისტული დარგი და იზრდება ტურიზმში უფრო მაღალი შემოსავლის მქონე, გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა. „შესაბამისად, შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის ის მონაცემები, რაც დაგეგმილი გვქონდა, წლის ბოლომდე შევასრულოთ, მათ შორის, ტურიზმის კუთხით. ასევე იმედის მომცემია დაინტერესება, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართულებით - 400-მდე ფრენა იგეგმება მაისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით და ვხედავთ, რომ კიდევ არის მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან. საქართველოს თავისი მიზიდულობა აქვს, რა თქმა უნდა, აქტიური იქნება ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით და გვექნება საინტერესო სიახლეები ტურიზმთან დაკავშირებით" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)