|
2022-05-15 12:47:02, 1215 ნახვა
ეკონომიკა
ქვევრის ღვინო ლონდონში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზეა წარდგენილი
14-15 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW" (The Artisan Wine Fair) მიმდინარეობს, რომელშიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი). ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბაზრების დივერსიფიკაციას. საქართველო ,,RAW WINE"-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, ღვინის პროფესიონალთა ფართო აუდიტორიას და პოტენციურ იმპორტიორებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ. წელს, ლონდონში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „მეღვინეობა ართანა", „ანდრიას ღვინო", „ანაპეა", „დორემი", „დემის მარანი", „გოცას ღვინო", „ნიკალას მარანი", „ბაიას ღვინო", „ახმეტის ღვინის სახლი".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)