|
2022-05-14 16:31:20, 1300 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანის ქალთა ორგანიზაციას - ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის გამოსვლა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა. მაშინ როდესაც ქალი მეფე, მეოცე საუკუნის დასაწყისში პირველი პარლამენტარი ქალები, მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და უამრავი წარმატებული ქალი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ქალების გაძლიერებაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ლეგიტიმური მიზანია. ადამიანი ყველა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა და თუ ჩვენი მოსახლეობის 50 % -ზე მეტს წარმოადგენენ ქალები და ისინი განსაკუთრებული უნარების, შესაძლებლობების და მონაცემების არიან, ისინი უნდა მონაწილეობდნენ პროცესებში. თქვენ, აქ მსხდომი ერთი და ასიათასობით ქალი ქალი, თქვენ-თქვენი მიმართულებებით წარმატების მაგალითი ხართ, მოტივაცია სხვებისთვის და სახელმწიფოსთვის რეალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ძალა და ენერგია იყოს გამოყენებული. და როდესაც შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული საფუძველი სჭირდება და კაცების თანაბარი შესაძლებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი რატომ არ უნდა გამოვიყენოთ დამატებითი შესაძლებლობები ამ ჩვენი უნარების განსავითარებლად. დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირება არის ჩვენი მხრიდან, რომ განსხვავებული, რომ განცხადებული მიზანი- ქალის გაძლიერების უკვე შიდაპარტიულ სტრატეგიასაც და პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული ძალიან მშრომელი და მაგარი ქალისთვის და ასევე ყველა მხარდამჭერი ქალისთის, ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს. ამ ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ მათ წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა იქნება დღის წესრიგის ნაწილი. ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ რაოდენობა. ეს უნდა იყოს ქალების ჩართულობა და მათი შინაარსობრივი მონაწილეობა და რაოდენობა უნდა აისახოს სწორედ ამაში. წარმატებები ჩვენ და ჩვენი გაძლიერებით წარმატებები ჩვენს ქვეყანას.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)