16:26 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 20:03:05, 1186 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გურიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა ტექნოპარკი დაათვალიერა,  სტარტაპერებს შეხვდა და მათი საქმიანობითა და ინოვაციური იდეებით დაინტერესდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ოზურგეთში ტექნოპარკი 2022 წლის იანვარში გახსნა.

ოზურგეთის ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ. "ფრილანსერებისათვის," სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics