11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 18:20:42, 1531 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთის“ ახალი ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“

„ლიბერთიმ“ - ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და  ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.
 
„ლიბერთიმ“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია ,,ბიზნეს დიალოგი“ დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
‘ბიზნეს დიალოგის’ მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA),  სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს
სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.  
 
,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს  რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში შევხვდებით აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. 
 
„ლიბერთის“ ახალი სტრატეგია - პორტფელის დივერსიფიკაციას, ახალი სეგმენტების მოზიდვას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას ითვალისწინებს.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია დიალოგის ფორმატში ვესაუბროთ მათ, გავიგოთ მათი საჭიროებები და ასევე, დავანახოთ მათ შესაძლებლობები. ასეთი შეხვედრები ლიბერთისთვის ახალი ფორმატია ბიზნესის ხელშეწყობისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით.“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

„ლიბერთი“ ,,ბიზნეს დიალოგის’ შეხვედრებს,  მთელი ზაფხულის განმავლობაში  საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics