|
2022-05-13 17:41:07, 1042 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: G7-ის შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის პროპუტინისტური პოლიტიკის შედეგი
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევას ეხმიანება და აცხადეს, რომ ეს "ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია". მისივე თქმით, მართველი პარტიის ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არავის არ რჩება“. „ივანიშვილის პოლიტიკის ზიანი გაღრმავდა ამ ბოლო პერიოდში, უკრაინაში პუტინის რუსეთის აგრესიის ამ ბოლო ფაზისას. შედგა დიდი შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში და ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო მიმდინარე მოვლენები პუტინის აგრესიის ფონზე - დასავლეთის, თავისუფალი სამყაროს რეაქცია, მისი პოლიტიკა შემდგომში ამ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, დახმარება ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც უშუალოდ ემუქრება საფრთხე. ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, მიწვეული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ვინ არ იყო აქ მიწვეული? არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ კურსის, იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად. ამ რეჟიმის მიმართ ნდობა, რომ პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის დაპირისპირებაში ის არის თავისუფალი სამყაროს მხარეს, არ არსებობს. ფორმალურად რამდენი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ზოგჯერ, პერიოდულად, რომ ევროპული არჩევანი ჩვენთვის მყარი არჩევანია, რეალურად, მათი მოქმედებები, მათი რეალური ანტიდასავლური პროპაგანდა, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არავის არ რჩება“ - განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფის ინდუსტრიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ გერმანიაში შეიკრიბნენ, რათა დაიწყონ სამდღიანი მოლაპარაკებები რიგ საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვლის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე, როგორიცაა საკვები და ენერგეტიკული უსაფრთხოება. სამიტზე მიწვეული იქნა უკრაინა და მოლდოვა, თუმცა არა საქართველო.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)