|
2022-05-12 12:24:40, 976 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
საააგენტოს ცნობით, ღონისძიებას 40-მდე სტუმარი დაესწრო - სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები. ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 60-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება. ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც, 2014 წლიდან, გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 245 653 ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)