|
2022-05-12 12:20:38, 1002 ნახვა
ეკონომიკა
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://go.usa.gov/xHmfF აპლიკაციების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია "საქართველოს ბანკი." პროგრამის თანადაფინანსება „საქართველოს ბანკის" მხრიდან ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. წარმატებული სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით განაგრძოს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აშშ–ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. „საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, არაერთ სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტს უჭერს მხარს. ბანკი ყოველ წელს, ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას, მას, ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს აშშ-ში ორი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სხვადასხვა მიმართულებით, (მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიები) ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 7 საუკეთესო სტუდენტი და წელს უკვე მერვე გაემგზავრება. ჩვენ არ ვჩერდებით და ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)