18:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 11:12:34, 1037 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადიმერ პუტინს „მტკიცე სოლიდარობას“ უცხადებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 9 მაისის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა, რომელშიც ხაზი გაუსვა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს და საჯაროდ დაუჭირა მხარი მოსკოვის უკრაინაში შეჭრას.ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA იუწყება.

9 მაისს გაგზავნილ წერილში კიმმა „მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა რუსი ხალხის მიზანს,  აღმოფხვრას პოლიტიკური და სამხედრო საფრთხე და შანტაჟი მტრული ძალების მხრიდან“.

„გამოთქვავ რწმენას, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება“.- აღნიშნავს კიმ ჩენ ინი.

 შეგახსენებთ, რომ თებერვალში მან უკრაინის ომში შეერთებული შტატებისა და დასავლეთის „ჰეგემონიურ პოლიტიკა“ დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics