18:21 - 25 Jul, 2026
|
2022-05-10 10:31:00, 1059 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, თუკი აქვთ სააკაშვილის თანხმობა, გაასაჯაროონ წერილობითი კითხვები
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია. "თუ სახალხო დამცველს აქვს სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლებითაც მივმართეთ ჩვენ; გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ". რაც შეეხება სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის შეხვედრას, მინისტრის თქმით, ამ საკითხს ექიმები გადაწყვეტენ. „ჩვენი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დეპარტამენტი იმსჯელებს, რამდენად საჭიროა შეხვედრა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)