|
2022-05-08 12:27:47, 2172 ნახვა
სხვადასხვა
ოლეგ გეგეჩკორს სიკვდილის შემდეგ უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო დააჯილდოვა, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს კი სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. ამასთან დაკავშირებით მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. "უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით. უკრაინის გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა მე-11 ცალკეული ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს", - თქვა ზელენსკიმ. ოლეგ გეგეჩკორი არის უკრაინელი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი, წარმოშობით ქართველი. დაიღუპა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში 2022 წლის 8 მარტს მისი საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად კიევის მახლობლად. დაჯილდოებულია ორდენით „მამაცობისთვის“ (II ხარისხი, 2022) გეგეჭკორი დაიბადა ყირიმში, სამხედრო მფრინავის ოჯახში. სწავლობდა ქ. კრემენჩუკის (პოლტავის ოლქი) სავერტმფრენო სასწავლებელში. მსახურობდა ხერსონის ოლქში, საარმიო ავიაციის ცალკე ბრიგადაში. დამოუკიდებელი ფრენებისთვის წვრთნიდა კურსანტებს. 2014 წლიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დონბასში, თავი გამოიჩინა ბრძოლაში დებალცევესთან. 2022 წელს, რუსეთის თავდასხმის დროს, მეთაურობდა უკრაინის სახმელეთო ჯარების საარმიო ავიაციის მე-11 ცალკე ბრიგადის ვერტმფრენთა ესკადრილიას.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)