17:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 18:19:00, 2055 ნახვა

რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი ფართების კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზეა

დღეს ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, კომისიამ მოახდინა ოჯახების, მათი მდგომარეობის შესწავლა და დღევანდელ სხდომაზე მოსაზრებები წარადგინა. კრიტერიუმები უზრუნველყოფს უსახლკარო მოწყვლადი ოჯახებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე და მათ ეტაპობრივ დაკმაყოფილებას ობიექტურობის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

„სხდომაზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ იმ მთავარ კრიტერიუმებზე, რომლითაც უნდა მოხდეს ბინების გადაცემა და რომლის მიხედვითაც დაცული იქნება ამ ოჯახის ინტერესები, უფლებები და რიგითობა. „ოცნების ქალაში“ ბინების მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაობი მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასკვნით ეტაპზეა კრიტერიუმებზე მუშაობა, რომელიც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება და ოჯახები ამ დასახლებაში ეტაპობრივად მიიღებენ ბინებს“, - აღნიშნა მინსტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა გამოცხადებული კოვიდ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა, მშნებლობა დასასრულს უახლოვდება. პირველ ეტაპზე 3 საცხოვრებელი კორპუსის შენდება (582 ბინა).

სამუშაო პროცესში სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენ გაეროს ბავშთა ფონდი, საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics