18:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 16:06:24, 1339 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო აცხადებს, რომ არ ელოდა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ Associated Press-თან ინტერვიუში „დაიცვა“ რუსეთი და აღნიშნა, რომ არ ელოდა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.

ლუკაშენკომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ  ის და მისი ქვეყანა მშვიდობის მომხრეა და არაერთხელ მოუწოდა რუსეთს ომის დასრულებისკენ და ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგაც გამოვიდა.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. თქვენი მორჩილი მსახურის, ანუ ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინი არ ეძებს ნატო-სთან პირდაპირ კონფლიქტს და დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს არ მოხდეს.

ომისადმი ლუკაშენკოს მხარდაჭერამ გამოიწვია საერთაშორისო კრიტიკა და სანქციები მინსკის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics