12:56 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 11:17:13, 1169 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა

„თიბისი კაპიტალმა“ რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა, რომელიც ბაზრის შედეგიანობას ასახავს.

არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის ობლიგაციების ბაზრის მონიტორინგის გამარტივების მიზნით, „თიბისი კაპიტალმა“ 2 ინდექსი შეადგინა.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, ინდექსები ინვესტორებს საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შედეგიანობას შეადარონ.

„თიბისი კაპიტალის“ სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს. თიბისი კაპიტალის კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი - რეგიონის კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას.

2022 წელს „თიბისი კაპიტალის“ ინდექსის მომგებიანობა შემცირებულია, როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ასევე დოლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის გამო. ამავე მიზეზების გამო, ინდექსის მომგებიანობა ჩამოუვარდება მსოფლიოში ობლიგაციების ბაზრის სხვა ინდექსების მომგებიანობას.

ინდექსების მომგებიანობას „თიბისი კაპიტალი“ ყოველკვირეულად დაინაგარიშებს და 2 კვირაში ერთხელ, რეგიონული ობლიგაციების ბაზრის განახლებული რეპორტის საშუალებით გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თიბისი კაპიტალის“ რეგიონული ობლიგაციების ბაზრის უახლეს რეპორტს გაეცანით ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics