11:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 20:59:30, 2588 ნახვა

სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის დაცვა გაარღვიეს - პოლკ აზოვთან კავშირი დაიკარგა

გამოცემა "უკრაინასკაია პრავდას" ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის მუდმივი დაბომბვის შემდეგ პოლკ აზოვის" პოზიციები გაარღვიეს.  ახლა უკრაინელ მებრძოლებთან არანაირი კავშირი არ არის. ქარხნის ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს.

უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიამ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ჯარები აზოვსტალში შეიჭრნენ

"მეორე დღეა ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე იმყოფებიან აზოვსტალის ტერიტორიაზე", - განაცხადა არახამიამ აზოვის პოლკის მეთაურის სიტყვებზე დაყრდნობით.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მარიუპოლში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ავიაცია გამოიყენეს, რათა განაახლონ შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე.

"მარიუპოლის აზოვსტალის რაიონში ჩვენი დანაყოფების ბლოკადა და განადგურების მცდელობები გრძელდება. ზოგიერთ რაიონში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიის კონტროლის მიზნით", - ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტები უკვე მეორე დღეა შტურმს აწყობენ აზოვსტალის ქარხანაში, სადაც რჩებიან უკრაინელი დამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ჯერ არ მომხდარა. თავდასხმა დაიწყო 3 მაისს, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე ეტაპის შემდეგ. შაბათს, 30 აპრილს, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტა. იმავე დღეს საღამოს აზოვსტალის ტერიტორია 20-მა ადამიანმა დატოვა. კიდევ ორი ​​დღის შემდეგ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics