23:03 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 18:23:29, 927 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის პირობებში იაპონიაა საქართველოთი ინტერესდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰონდა ტაროს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და სხვა სექტორებში.

„საქართველო - იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, გასულ წელს ხელი მოეწერა შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების დაცვას და ურთიერთაღიარებას, ასევე ინვესტიციებს წაახალისებს ორივე მხრიდან. იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების სახით. ჩვენ ამ მხრივ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ვიმუშავებთ. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც იაპონური კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ევროპასთან დასაკავშირებლად," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მეტად ლიბერალიზებაზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას გაზრდის.

„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის პირობებში ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც იაპონიაა, საქართველოთი ინტერესდება. ეს ხაზს უსვამს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოშია შექმნილი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics