18:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 11:43:15, 1217 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ მეექვსე პაკეტის დაწესებისთვს ემზადება, სადაც რუსული ნავთობის სრული აკრძალვა იგეგმება.

მისი თქმით, ევროკავშირი ეტაპობრივად რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს და იმპორტის ალტერნატიულ მარშუტებს შექმნის.სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეკონომიკას, სამხედროებსა და პროპაგანდას. 

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის რუკიდან წაშლა სურს, რაც რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუვა.

 "ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ემბარგოს გავლენა გლობალურ ბაზარზე.ამგვარად, ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით ზეწოლას რუსეთზე და ამავე დროს მინიმუმამდე ვაყენებთ ზიანს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში.  უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ძლიერი დარჩეს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი”, - თქვა მან. 

ფონ დერ ლეიენმა ასევე დასძინა, რომ ნედლი ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება 2022 წლის ბოლომდე.მას არ უსაუბრია, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირის წევრ, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის ემბარგოდან გათავისუფლების უფლება მიეცემა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics